ახალი ამბები
Home / არქივი / 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა (ვიდეო)

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის სასტიკი დარბევა, რომელსაც ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა (ვიდეო)

 

11 წელი გავიდა 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციის დარბევიდან.

2007 წლის 7 ნოემბერს, დილით, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქციის მოშიმშილე წევრები იყვნენ შეკრებილი, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. იმის გამო, რომ დღის ამ მონაკვეთში აქციის მონაწილეთა რაოდენობა დიდი არ იყო, პოლიციამ გზის სავალი ნაწილის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც აქციის მონაწილეებთან დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები. მოგვიანებით პოლიცია ტელეკომპანია „იმედის“ ოფისშიც შევიდა. 7 ნოემბრის აქციის დაშლას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. რა კვალი დაამჩნია 2007 წლის 7-მა ნოემბერმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას?ის, რომ ძალადობა გაგრძელდა და უფრო მიმე ფორმები მიიღო.

„პარლამენტის წინ მოვიდნენ, ცეცხლსასროლით გაზი გაგვიხსნეს, თვალებიდან ცრემლები მოგვდიოდა, სუნთქვა შეგვეკრა… სროლა- სროლით მოგვყვებიან“, იხსენებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

თუმცა, წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციამ სრულიად გაათავისუფლა რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან. სულ მალე პარლამენტის წინ ხელისუფლების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. საქართველოს მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ოპოზიციას რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართული უწოდა და პოლიციის მოქმედება გაამართლა:

„დროებითი შეზღუდვები წესდება მანიფესტაციებსა და შეკრებებზე, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არეულობის, ძალადობის და ხელისუფლების ძალით დამხობის მოწოდებებზე, სხვა მხრივ სიტყვის თავისუფლება არ იზღუდება“.

„ამ პროცესებს მოჰყვა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება და ასპარეზიდან გაქრობა ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშისა. ამის შემდეგ დარჩა ორი პოლუსი – სააკაშვილი-„ნაციონალური მოძრაობა“ და ივანიშვილი. ივანიშვილის საბოლოო გამარჯვება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 7 ნოემბერი გამოდგა პატარკაციშვილისთვის ფალშ-სტარტი, რომლის შედეგად პროცესები ლოგიკურად წარიმართა და დასრულდა 2012 წლის არჩევნებით“.

წყარო:„რადიო თავისუფლება“

 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი-ირაკლი გოგოლაძე-სოციალური დახმარება „პლიტის“ ჩართვის გამო მოუხსნეს,ის ძიმე მდგომარეობაშია“…(ვიდეო)

„2008 წლის აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი „ სასწრაფოდ !!! გაავრცელეთ ამ სამარცხვინო ფაქტის შესახებ მთელმა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com