ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „2000 ათასი ლარის ოდენობის სესხი თანასუბსიდირდება- იმ ოჯახებისთვის, რომელთაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინებათ, ბანკის სესხის პროცენტის თანადაფინანსება თითქმის ნახევარი იქნება“

„2000 ათასი ლარის ოდენობის სესხი თანასუბსიდირდება- იმ ოჯახებისთვის, რომელთაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინებათ, ბანკის სესხის პროცენტის თანადაფინანსება თითქმის ნახევარი იქნება“

„რა შეღავათებს გეგმავს მთავრობა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც, იპოთეკური სესხით, ბინის შეძენას გეგმავენ„პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი ახალი კომპონენტები ემატება. ეს განვითარების 10-წლიან სტრატეგიაშიც გვქონდა ასახული.

პირველი ახალი ქვეპროგრამაა სუბსიდირებული იპოთეკური სესხები. ეს პროგრამა გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, რომლესაც 1-ლი სექტემბრის შემდეგ, ახალშობილი ეყოლება. ახალშობილის ყოლის მომენტიდან, 12 თვის განმავლობაში, ასეთ ოჯახს შეუძლია, მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და დამატებით, შეიძინოს ახალი ბინა, საცხოვრებელი სახლი. 2000 ათასი ლარის ოდენობის სესხი თანასუბსიდირდება. ამასთან, იმ ოჯახებისთვის, რომელთაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინებათ, ბანკის სესხის პროცენტის თანადაფინანსება თითქმის ნახევარი იქნება. პირობითად, თუ იპოთეკურ სესხს 12%-ში აიღებენ, 6%-ს სახელმწიფო დაფარავს. მესამე, მეოთხე, ყოველ მომდევნო შვილის შემთხვევაში, თანადაფინანსება გაცილებით მეტი, დაახლოებით, 8%, რაც ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახები დაახლოებით 4%-ში აიღებენ იპოთეკურ სესხს, რათა საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ.

5 წლის განმავლობაში, თანადაფინანსება გაგრძელდება. მეორე კატეგორია, რომელიც ამ პროგრამის მოქმედების ქვეშ მოექცევა, არიან ის ადამიანები, ოჯახები, რომელთაც უკვე ჰყავთ სამი ან მეტი შვილი. ისინიც ავტომატურად შეძლებენ ამ პროგრამით სარგებლობას, ახალი წევრის შეძენის გარეშეც, თუ პირველი სექტემბრის შემდეგ, 12 თვის განმავლობაში, მიმართავენ საბანკო დაწესებულებას. მათ საბანკო პროცენტის 2/3-ს დავუსუბსიდირებთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

„მინდა, მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო. პარლამენტში დაისვა საკითხი მტკივნეულ თემაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს პენსიონერებს – არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ამის თაობაზე არაერთი შეხვედრა გავმართეთ. მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი და შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა საპარლამენტო კომისია.

მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ. შესაბამისი განკარგულება გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევანი (დავითაშვილი) უხელმძღვანელებს. მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში. ბუნებრივია, ჩართული იქნება ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უახლოეს პერიოდში. შედარებისთვის, 2012 წელს, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120%-ს შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ახლა არის 35%, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი

14143 გაზიარებამომწონსკომენტარიგაზიარება

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...