ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 20 წლის მწყემსმა დანაშაული აღიარა: „დაკავებულმა, მოკლული მამაკაცი რაიან სმიტი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა, მეორე დღეს, ჩანჩქერთან ლორა სმიტის ცხედარს მიაგნეს“…

20 წლის მწყემსმა დანაშაული აღიარა: „დაკავებულმა, მოკლული მამაკაცი რაიან სმიტი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა, მეორე დღეს, ჩანჩქერთან ლორა სმიტის ცხედარს მიაგნეს“…

შსს–ს ინფომაციით, 112–ში 2018 წლის 6 ივლისს შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ–ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ, დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

როგორც შსს აცხადებს, მაშველებმა და სამართალდამცავებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერში დაკარგულების პირადი ნივთები და ავტომობილი იპოვეს. 6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს მიაგნეს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. როგორც სამართალდამცავი უწყება ამბობს, ქალის ცხედარს, წინასწარი დათავლიერებით, ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა უწყების წარმოამდგენელი არ აკონკრეტებს, ეტყობოდა თუ არა ძალადობის ნიშნები მისი ქმრის ცხედარს. შესაბამისად, გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იყო დაწყბეული. შსს ჯერ კიდევ გუშნ ამბობდა, რომ გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ ეტყობოდათ.

სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული. მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი”, – აცხადებს შსს.

“გაოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა”

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლოაბში ცხოვრობდნენ. მათ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 20 წლის მ.კ. დააკავეს. შსს–ს განცხადებთ, დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულისთვის წარდგენილი ბრალისთვის მაქსიმალური სასჯელი უვადო პატიმრობაა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com