ოქრუაშვილმა.20 ივნისს ივანიშვილს შეცდომა დავაშვებინეთ – ირაკლი ოქრუაშვილი
“მე ვთვლი, რომ გავრილოვის ღამე იყო გარდამტეხი და წელში გამტეხი მომენტი ასევე მისთვის. საერთოდ, იქიდან დაიწყო ყველაფერი, მისი დაღმასვლა. მან დაუშვა კატასტროფული შეცდომა და ერთ რამეს ვიტყვი, ყოველგვარი რაღაც ტრაბახისა და დაკნინების გარეშე, რომ ეს შეცდომა, კარგი გაგებით, ჩვენ მას დავაშვებინეთ. მან გაისროლა – ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ მან გაისროლა.” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, ეკა კვეისტაძის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს შეცდომა დააშვებინა 20 ივნისის ღამეს, როდესაც აქციის მონაწილეები დაარბიეს და ესროლეს.