ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მთავრობის სასახლეში ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს

1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მთავრობის სასახლეში ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს

1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, თბილისში, მთავრობის სასახლეში ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.
1991 წლის 31 მარტს,საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი გაიმართა,რომელშიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა.დამოუკიდებელი საქართველო გახდა 1921 წლის 21 თებერვალს მიღებული კონსტიტუციის სამართალმემკვიდრე. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში დაფიქსირდა ყველა ის ნიშანი, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას უსვამს ხაზს, სახელმწიფო ტერიტორიული უზენაესობა, საქართველოს კონსტიტუცია, როგორც უზენაესი საკანონმდებლო აქტი და საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტუნარიანობა და მისწრაფება გახდეს სრულუფლებიანი და აღიარებული წევრი საერთაშორისო თანამეგობრობაში.
„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს. ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი, 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ, და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა” – უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...