ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში “

„1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში “

აქარელოში ჩაარებულ რეფერენდუმზე, პირველ პრეზიდენზე და საქარველოს დამოუკიდებლობაზე ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.ეს გარდამტეხი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში – 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყების თარიღია. საგულისხმოა, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობამ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით. დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება მათი არჩევანიცაა და ეს ისევე უნდა გვახსოვდეს, როგორც ის, რომ ჩვენი ეს რეგიონები ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას, რომელთა წვლილიც განმსაზღვრელია საქართველოს ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში.სახელმწიფოს მშენებლობა გრძელი და გამოწვევებით სავსე პროცესია და ამ პროცესში თითოეული ჩვენგანი ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს.

30 წელი გავიდა სახელმწიფოს მშენებლობის დაწყებიდან…გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე. დღეს ყოფილმა პრემიერმა პარდია დააფუძვნა.“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გახარია კოვიდ სიტუაციას ძალიან კარგად მართავდა

„რაც შეეხება „დარტანიანს“, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ გახარია კოვიდ სიტუაციას ძალიან კარგად მართავდა. ეს არ ...