ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 1991 წლის სექტემბერში გია აბესაძემ თავი დაიწვა!-გია აბესაძემ სიკვდილის წინ შვილს დაუტოვა ბარათი: „შვილო, მაპატიე, გაიზრდები, გამიგებ”

1991 წლის სექტემბერში გია აბესაძემ თავი დაიწვა!-გია აბესაძემ სიკვდილის წინ შვილს დაუტოვა ბარათი: „შვილო, მაპატიე, გაიზრდები, გამიგებ”

 1991 წლის სექტემბერში გია აბესაძემ თავი დაიწვა!

______________________________________________

,,1991 წლის სექტემბერში საქართველოში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. კიტოვანი თავისი გვარდიით თბილისის ზღვაზე დაბინავდა. ავტობუსებით ჩაიხერგა რუსთაველი. ორად გაიყო ქართველი ერი. ერთ-ერთ მიტინგზე ბრმა ტყვიამ გია ტეტელაშვილი იმსხვერპლა. დაიწყო ძმათა სისხლისღვრა…

ამ საგანგაშო მოვლენების ფონზე ვითარდება უდიდესი ტრაგედია – ოფიცერთა სახლის წინ ახალგაზრდა კაცმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. იგი ნახევრად დამწვარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 48 საათი იცოცხლა, შემდეგ კი ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა. ეს იყო გია აბესაძე, ახალგაზრდა ექიმი, ჰყავდა მეუღლე და ერთი ქალიშვილი. “თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი” – წერია მის მიერ დანატოვარ ბარათში.

ცეცხლწაკიდებული აბესაძე ერთსა და იმავე ფარაზას იმეორებდა: “გაუმარჯოს საქართველოს.”

“ძალიან მტკივა გული, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი არ აღიარეს”, – ამბობს გია აბესაძის ერთადერთი ქალიშვილი, ეკა – “მეგონა, მამაჩემს ყველაზე მეტად მე ვუყვარდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველო ჩემზე მეტად ჰყვარებია.”

გია აბესაძემ სიკვდილის წიშვილს დაუტოვა ბარათი: “შვილო, მაპატიე, გაიზრდები გამიგებ
______
ამ ტრგედიას შევესწარით მე და ავთანდილ გურასაშვილი,ჩემი კოლეგა…მას შემდეგ გავიდა 28 წელი.
რა შეიცვალა ამ საპროტესტო სუიციდით,გარდა იმისა,რომ ყოფილი ,პირველი მაისის ქუჩა დღეს,,გია აბესაძის ქუჩად იწოდება,,?სამწუხაროდ, არაფერი!
ისევ არიან ,,იმისტები და ამისტებიი,,! ისევ იმართება საპროტესტო აქციები…შეცვლით კი(სასიკეთოდ) არაფერი იცვლაბა!
შეიცვალა ის რომ,ქვეყნის ტერიტორია შემცირდა(რუსეთმა მიიტაცა ქართული მიწები,ამერიკის და ევროპის პასიურობის გამო)! საქართველო იძულებით დატოვა 2 000 000 -მა ადამიანმა.
მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ და გაიზარდა უმწეოთა რიცხვი! საქართველო,ყველაზე ღარიბ ქვეყანათა ჩამონათვალში მოხვდა!
აქედან დასკვნა: განა ღირს ასეთი მსხვერპლის გაღება,თუ კი ,,მზე ისევ ჩვეულებრივად ამოვა და ჩავა…იწვიმებს,გამოიდარებს ,ძველებურად,, … თუ კი მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრდებიან ,,რჩეულები,, და ,,არჩეულები,,?…
მეგობარო,არ სცადო სუიციდი(პოლიტიკური,ან პატრიოტული მოტივით) რომელიმე ქუჩას შენს სახელს და გვარს უწოდებენ(შწეიძალება,არც უწოდონ ) და ამით მორჩება შენი,,თავგანწირული სულისკვეთება,,!…ღირს განა?
სექტემბერემა გამახსენა ის დღეები და ალმოდებული გია აბესაძე!

დღეს,მგონი,წვიმამ გადაიღო… ამბობენ, ოქტომბერი ავდრიანი იქნებაო… ვნახოთ!

თამაზ ჭეიშვილი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„პრემიერ-მინისტრის განცხადებები არ შეიცავდა პოლიტიკურ ნებას, რომ წესები შესრულდეს“

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გახარიას მიერ შემღებულ წესებს არ უნდა დაემორჩილოს მოსახლეობა– ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com