ახალი ამბები
Home / Uncategorized / 185 ქართველი ემიგრანტი 4 000 ათას ლარს მიიღებს

185 ქართველი ემიგრანტი 4 000 ათას ლარს მიიღებს

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 185 მოქალაქეს გრანტი გადაეცემა – თანხა 4 000 ლარია
ინფორმაცია იხ.სრულად: https://bit.ly/3weL1pH

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

185 დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ, სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია. გრანტის მაქსიმალური ოდენობა 4000 ლარს შეადგენს.

პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს”, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

თუ ემიგრაციაში იყავით, საქართველოშიც დაბრუნდით და ბიზნესიდეაც გაქვთ, რომლის განხორციელებას 4000 ლარი ეყოფა, ჯანდაცვის სამინისტრომ შესაძლოა დაგაფინანსოთ. 4000 ლარის ფარგლებში გრანტების მიღება ემიგრანტებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნდნენ.

გრანტის მისაღებად ბიზნესპროექტის წარდგენაა საჭირო, რომელსაც საგანგებოდ შექმნილი კომისია განიხილავს. მოწონების შემთხვევაში კი პროექტი შესაძლოა იმ 200-მდე ბენეფიციარს შორის მოხვდეს, რომლებსაც სახელმწიფო 4000-ლარიანი გრანტებით დააფინანსებს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, რომ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი ორი წლის განმავლობაში ხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი საქმიანობას მიატოვებს და ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტს, შესაძლოა სანქციის გადახდაც კი მოუწიოს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...