ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „17 მილიონი დოლარი, რომელიც ვისესხეთ, გადაირიცხა მსოფლიო ბანკში და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში“

„17 მილიონი დოლარი, რომელიც ვისესხეთ, გადაირიცხა მსოფლიო ბანკში და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში“

 დღეს  მამუკა ხაზარაძემ  პროკურატურის დავას ფულის გათეთრებაზე  პასუხი გასცა და საჯარო განცხადება გააკეთა:

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა მასალა გაგზავნილია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის -„ენტონსის“ დასკვნა, რომელშიც საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს არათუ ფულის გათეთრებასთან, არამედ საბანკო რეგულაციის, ან ინტერესთა კონფლიქტის დარღვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მზად ვართ, აღნიშნული დასკვნა და ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, და ა.შ. ასევე მზადყოფნას გამოვთქვამთ, არჩეულ იქნას თქვენს მიერ არჩეული ადგილობრივი თუ უცხოური იურიდიული კომპანიები, „ენჯეოები“, საელჩოს წარმომადგენლები და შედგეს სპეციალური კომისია, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ამონაწერს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა  მამუკა ხაძარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა „თიბისი ბანკს“ 17 მილიონი დოლარის გათეთრებას ედავება, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს: „შეიძლება თუ არა ეს ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს“.

„17 მილიონი დოლარი, რომელიც ვისესხეთ, გადაირიცხა მსოფლიო ბანკში და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თვითონ განსაჯეთ. ჩვენ ვისგანაც ვისესხეთ თავის დროზე ფული, არიან ცნობილი ჰოლანდიელი ბიზნესმენები და დიდი ფონდი. მათგან ვისესხეთ ფული იმისთვის, რომ ბანკის კაპიტრალი გაგვეზარდა და ნაწილი გადაირიცხა მსოფლიო ბანკის ანგარიშზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი თიბისი ბანკისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე – ბადრი ჯაფარიძესა და  მამუკა ხაზარაძეზე.

პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რა ხდება ამ წუთებში ხურვალეთში-რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ

  „დილით ადრე შევძლებთ, რომ ბაღები დავათვალიეროთ. შესაბამისი სტრუქტურები ადასტურებენ, რომ რუსები გავიდნენ. დადასტურდა,რომ ქალბატონი ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com