ახალი ამბები
Home / ანონსი / 17 იანვარს, 15 საათზე, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ქუჩის აქციები იწყება!

17 იანვარს, 15 საათზე, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ქუჩის აქციები იწყება!

17 იანვარს, 15 საათზე, ქუჩის აქციები იწყება!

            მოთხოვნებით! 
1. დაუყონებლივ  მოვითხოვთ  გენპროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას. 
2. დაუყოვნებლივ დაიწყოს პროკურატურის რეფორმა:
3.პროკურატურიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ დამნაშავე, კრიმინალი პროკურორები.
4.  უმოკლეს ვადაში აღდგეს ქვეყანაში სამართლიანობა.

აქციებს იწყებენ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სიკეთის, სიმართლისა და ერთიანობის კავშირი პროკურორების ქმედებით დაზარალებული მოქალაქეები და ადვოკატები.

უფლებადამცველ ზვიად კვირიკაძის განცხადებით, მას გააჩნია ათეულობით პროკურორის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები. რომელსაც ის გადასცემს,  მხოლოდ და მხოლოდ გენერალურ პროკურორს ,პრემიერ მინისტრს და „ქართული ოცნების“ ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს,  რომლებთანაც ის ასევე ითხოვს შეხვედრას, წინააღმდეგ შეემთხვევაში.

ყველა მტკიცებულებას გადასცემს საერთაშორისო ორგანიზსციებსა და საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას.

თითოეული ადამიანის უფლებათა დაცვისთვის ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას,  რადგანაც პროკურატურამ დაკარგა კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობის ფუნქცია და ძირითადად  მოქმედებს დანაშაულებრივად.
ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ და არ ვაპატიებთ, მას სამართალდამცველისა და პროკურორის ნიღბებით  თარეშს,
ვისაც საკუთარი უფლებები ადარდებს, შემოუერთდეს ჩვენს აქციას და დაიცვას მისი უფლებები.

საქართველოს გენერალური პროკურატურის (გორგასლის ქუჩაზე) შესასვლელთა 17 და 18 იანვარს 15 საათიდან 19 საათამდე,  შემდეგ კი გაგრძელდება 21 იანვარს,  იგივე დროს მოთხოვნის შესრულებამდე.
“იყავით სოლიდარულები და იქნები დაცული, სხვა შემთხვევაში კანონის დამცველებს,  კანონიც კი არ ანაღვლებთ“-განაცხადა ზვიად კვირიკაძემ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი ლაღიძე: „პანკისში პოლიციამ შეცდომა დაუშვა, მათ მოსახლეობა თავს დაესხა,ისინი კი თავს იცავდნენ- რაც მიუღებელია…პასუხი უნდა აგებინონ ყველა იმათ,ვინც პოლიციელებზე ხელი აღმართა,დააზიანა და დაწვა პოლიციის მანქანა “(video)

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com