ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა“

„ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა“

 

ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

რამდენიმე წლის წინ, ჟურნალმა “ცხელი შოკოლადი” გამოაქვეყნა ჩანაწერები ლიკა ქავჟარაძეზე, რომელიშიც ლიკასთან ერთად, მისი ახლობლები და მეგობრები საუბრობენ. გთავაზობთ ლიკა ქავჟარაძის შვილის, ლევან თაქთაქიშვილის საუბრის ეპიზოდს:

ლიკა ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ,რომ თვითონ ცოტა სხვანაირად გაიზარდა. არ გზღუდავს მიტომ, რომ თვითონაც უყვარს თავისუფლება. მაგრამ ადრე უფრო იცოდა, თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა მომწონს, მერე იწყებოდა ჩაციება – და ვინ არის? საიდან? რატომ? როგორ? უბრალოდ, როგორც კი ხედავდა, რომ ეს არ მსიამოვნებდა, მაღიზიანებდა, თავს მანებებდა….ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა..

 

დილას ყავით და სიგარეტით იწყებს, მერე ერთი საათი ზის და ფხიზლდება. სპორტული ტიპია, ერთი პერიოდი

სულ დარბოდა, ვარჯიშობდა, ბევრს ცურავდა, ხატავდა. მე ლიკას ნახატები უფრო მომწონს, ვიდრე ჩანაწერები; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლმე; რა ვიცით თავის ცხოვრებაზე.

არა, ეგ არასდროს მიგრძვნია, ან შეიძლება არ ვაკვირდებოდი, პატარა ვიყავი; უბრალოდ, ძალიან მოსაბეზრებელი იყო – ეს ლიკას ბიჭიაა… შენ კი დებილივით დგეხარ და იღიმები. პირველად, “ნატვრის ხე” როცა ვნახე, ძალიან ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა მოკვდა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ბიძინას გრეჩიხა გონია ბელადი. ამ ბიძინამ არაფერი არ იცის, ეს ხიხო მართლა. სადა ხართ საერთოდ, სადა ბანაობთ?!“-გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე „ბარიერში“-ბიძინას გრეჩიხა გონია ბელადი. ამ ბიძინამ არაფერი არ იცის, ეს ხიხო მართლა. სადა ...