ახალი ამბები
Home / Uncategorized / 1600 რაკეტა ისროლეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით

1600 რაკეტა ისროლეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით

კვლავ მწვავე დაპირისპირებაა ისრაელსა და პალესტინას შორის,ბოლო დღეების განმავლობაში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესმდივანმა იონათან კონრიკუსმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რაკეტებიდან 400 ანკლავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ კი ისრაელისკენ გასროლილი რაკეტების თითქმის 90 პროცენტი გაანეიტრალა.

ამასთან, თელ-ავივის ინფორმაციით, ესკალაციის დაწყებიდან ღაზას სექტორში იერიში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 600-მდე სამიზნეზე მიიტანა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს”

ხაზარაძის თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძლება მართლმსაჯულებას დაემალო. „ჩვენს ფრაქციაში ცოტა განსხვავებული ...