ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა

16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა

16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა. ლუკა ფოფხაძე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდა, ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იყო.

გარდაცვლილის მამიდის, ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, მოზარდი ქუთაისში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო.

16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანომობილით გადაყვანა გახდა საჭირო.

გზაში რეანიმობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. საბოლოოდ, საჭირო გახდა მეორე რეანომობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათით დაიგვიანა.

მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„მტრებმა ვაჟა თოდუა და გია ტრაპაიძე სასტიკად აწამეს. ვაჟას თავისივე დანით ააცალეს ყურები, გამოჭრეს ყელი, ამოუღეს ენა და დაცხრილეს ტყვიებით“-„იოლი არ არის საუბარი შერიგებაზე, როცა იცი, როგორ აწამეს ჩვენი ბიჭები“

გაზეთ „ლანჩხუთი plus-ის“ რედაქტორი, ქეთევან ნაკაშიძე საზოგადოებას აფხაზეთში წამებით მოკლული ქართველი ბიჭების შესახებ უყვება „გამოგიტყდებით, ასე ძალიან არცერთი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com