ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / 150 ათასამდე სოციალურად დაუცველ ადამიანს ვალები ჩამოეწერება, რომელიც 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება

150 ათასამდე სოციალურად დაუცველ ადამიანს ვალები ჩამოეწერება, რომელიც 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარის, ბესო შენგელია აცხადებს, რომ ვალების ჩამიწერას  ამ ეტაპზე  12 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიარებს, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. „12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ იმ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც ე.წ. შავ სიაში არიან, დავალიანება ფონდ „ქართუს“ კომპენსაციის გარეშე გაუნულონ.

თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, მოქალაქეთა რა რაოდენობაზეა საუბარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იზრდება იმ ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც ამ ინიციატივას შემოუერთდებიან. ამის მიზეზი კი ის საშეღავათო პირობაა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან სიტყვიერი თანხმობა უკვე გვაქვს, რომ მომზადდება გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა თანახმადაც, „შავ სიაში“ მყოფი სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის შემთხვევაში ორგანიზაციები არ დაიბეგრებიან“, – აღნიშნავს შენგელია.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დათანხმდა ფონდ „ქართუს“ შეთავაზებას, რომელიც ფინანსური ინსტიტუტებისგან სასესხო დავალიანების შესყიდვას გულისხმობს, ბესო შენგელია აცხადებს, რომ 3 დეკემბრის მდგომარეობით „ქართუსთან“ შეთანხმება 8 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჰქონდა მიღწეული. მაგრამ ასოციაციის თავმჯდომარე იქვე დასძენს, რომ ამ ორგანიზაციათა რაოდენობაც იზრდება.

შეგახსენებთ, რომ დავალიანებების ჩამოწერა დაახლოებით 600 ათას ადამიანს შეეხება. აქედან 150 ათასამდე ადამიანი კი სოციალურად დაუცველია. ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად ჩამოიწერება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com