ახალი ამბები
Home / Uncategorized / ” 1,5 მილიარდი ტრანში არ მინდა” ხელისუფლებას უნამუსოდ უნდა გაასაღოს ვალების აღების პოლიტიკაზე უარის თქმად”-რომან გოცირიძე

” 1,5 მილიარდი ტრანში არ მინდა” ხელისუფლებას უნამუსოდ უნდა გაასაღოს ვალების აღების პოლიტიკაზე უარის თქმად”-რომან გოცირიძე

“ევროკავშირმა პანდემიასთან ბრძოლაში დასახმარებლად საქართველოს უკვე გამოუყო 1,5 მილიარდი ლარი. აქედან თითქმის ერთი მილიარდი არის გრანტი ანუ საჩუქარი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხია. გრანტი პლიუს სესხი დახმარების პაკეტია, მთავრობას კი უნდა წარმოაჩინოს, რომ სესხი არ სჭირდება, რადგან თურმე თვითონ გაუჩნდა ფული. სინამდვილეში მიმდინარე წლის ბიუჯეტი, ისევე როგორც შარშანდელი, უპრეცედენტოდ დეფიციტურია.

დახმარებაზე ხელის კვრა ნიშნავს სამომავლო დახმარებების ( მათ შორის გრანტების) შემცირებას.

ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა არის უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც ასევე პოლიტიკურ ქვეტექსტებს შეიცავს. 150 მილიონი ევროდან უკვე ათვისებულია 75 მილიონი ევრო. დარჩენილი ტრანშების შეჩერება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ხდებოდა დონორი ორგანიზაციის ინიციატივით, რომელიც უარს ამბობდა დაფინანსების გაგრძელებაზე პირობების შეუსრულებლობის გამო. “ტრანში არ მოვიდა” შევარდნაძის დროს ცუდ რამეს მიშნავდა-ესე იგი ვერ გასცემდა მთავრობა დროზე პენსიებს და ხელფასებს.

პანდემიის პერიოდში საქართველო გადარჩა სწორედ “ტრანშების წყალობით”( რომლებიც ძალიან არაეფექტიანად და კორუფციულად იხარჯებოდა). შარშან ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის ნახევარი დახმარებებით იყო ფორმირებული. არც წელსაა მცირე ოდენობის.
“ტრანში არ მინდა” ხელისუფლებას უნამუსოდ უნდა გაასაღოს ვალების აღების პოლიტიკაზე უარის თქმად, არა და მომავალი წლის ბიუჯეტშიც დიდძალი საგარეო ვალებია გათვალისწინებული.

“დასწრებაზე თამაში”, თითქოს მეორე ტრანში მთავრობას არ სჭირდება, არის გულუბრყვილო მცდელობა გაანეიტრალონ დახმარების გარდაუვალი შეჩერების ფაქტი, რაც სანქციას ნიშნავს. ეს არის დემაგოგიური და ანტისახელმწიფოებრივი თამაში, რომელიც ევროკავშირის წინააღნდეგ გამართა ივანიშვილის ხელისუფლებამ.”-ექსპერტი რომან გოცირიძე მთავრობის მიერ უარის თქმა ევროკავშირის მიერ ტრანშის გამოყოფაზესეაფასა,როგორც უპრეცენდენტო ფაქტი,რომელიც კიდევ უფრო გააღატაკებს უმძიმეს კივიდსიტუაციაში ჩავარდნილ მოსახლეობას.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

სუსიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ფაილებში- სასულიერო პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება- ჩანაწერში ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ მან „ბავშვს აკოცა“

“[02.06.20, 18:16:09] კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპილიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ აცნობა, რომ პეტრე ცაავამ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან საუბარში გაიხსენა ...