ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “12 წლის ბავშვი ჯართის შესაგროვებლად მიდის და უბედური შემთხვევისას კვდება, ეს ქვეყანა ცარიელი ქვაბების პროტესტს ვერ აცდება.” – ირმა ინაშვილი

“12 წლის ბავშვი ჯართის შესაგროვებლად მიდის და უბედური შემთხვევისას კვდება, ეს ქვეყანა ცარიელი ქვაბების პროტესტს ვერ აცდება.” – ირმა ინაშვილი

“12 წლის ბავშვი ჯართის შესაგროვებლად მიდის და უბედური შემთხვევისას კვდება. დალხენილი ოჯახის შვილი ჯართის შესაგროვებლად არ წავიდოდა. მშობლები სახლში მოუტანდნენ საკვებსაც და სამოსსაც.

დათუ ეს საბრალო, პატარა ბიჭი გრძნობდა პასუხისმგებლობას ოჯახის წინაშე, რატომ არ გრძნობს ხელისუფლება იგივე პასუხისმგებლობას მშიერი ხალხის წინაშე?! რა გახდა ამ მცირერიცხოვანი ერის გამოკვება, შემოსვა, დასაქმება?!

დააკვირდით, ამ ფონზე სამინისტროები საბიუჯეტო სახსრებს ვერ ითვისებენ, მინისტრები კი, ჭკვიანური ჰაბიტუსებით
(თითქოს მსოფლიოს გადარჩენის მისია აწევთ მხრებზე) მხოლოდ პროგრესზე გვესაუბრებიან! როცა მაცივარი მასობრივად ცარიელია, ეკონომიკური ზრდა სად ჩანს, რომელ ინდიკატორებში ისახება? გვიპასუხონ ამ მარტივ კითხვაზე, მაგრამ პასუხი, როგორც წესი, ყალბია- ეკონომიკის ზრდა გვაქვს, თურმე…

მრცხვენია… მრცხვენია, რომ 12 წლის პატარა ბიჭს უფრო მეტად ჰქონდა გააზრებული პასუხისმგებლობის, მოვალეობის განცდა ოჯახის წინაშე, ვიდრე ჩვენ ვაცნობიერებთ ვალდებულებას ხალხის მიმართ … ამდენ მინისტრს, ამდენ მენეჯერს, ამდენ დეპუტატს, ამდენ ექსპერტს, ამდენ ბიზნესმენს, ამდენ ფეისბუქბლოგერს, ნუთუ, სიღარიბის დაძლევის სწრაფი, ეფექტური პროგრამის შექმნა და ამოქმედება არ შეუძლია?!

შეუძლია, შეგვიძლია და 1 თებერვლიდან სწორედ ამ ღონისძიებების სქემას გაგაცნობთ. ჩვენს პროგრამას გაგაცნობთ და ხელისუფლებას მის აღსრულებას შევთავაზებთ… თორემ უსასოობა, უმწეობა, რაც მე 31 დეკემბერს პარლამენტის ეზოში ვნახე, მკარნახობს, რომ ეს ქვეყანა ცარიელი ქვაბების პროტესტს ვერ აცდება.” – ირმა ინაშვილი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ქმარი(ვაშაძე) რუსულ ოკუპაციას ებრძვის და ცოლი(ანანიაშვილი) ამ დროს კრემლშია

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com