ახალი ამბები
Home / Uncategorized / 12 ოქტომბერს ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სცნო

12 ოქტომბერს ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სცნო

12 ოქტომბერს ელადის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია სცნო, რითაც მხარი დაუჭირა მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებას.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით გარკვეულ  უარყოფით შედეგებს  პროგნოზირებს იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

„ამ გადაწყვეტილების შედეგებს რუსეთისა და ელადის ეკლესიებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით შეაფასებს მოსკოვის საპატრიარქოს წმინდა სინოდი. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ათობით მილიონ წევრს უკრაინაში არავითარი ავტოკეფალია რ უთხოვია.“ – ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ ნიკოლაი ბალაშოვმა განაცხადა

 

რამდენიმე მიტროპოლიტის წინადადების მიუხედავად, რომ თავი შეეკავებინათ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისგან, ელადის ეკლესიის სამღვდელმთავრო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის სასარგებლოდ და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ავტოკეფალია შეძლებს გაამყაროს ურთიერთობა უკრაინისა და რუსეთის ეკლესიებს შორის.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ცეკვით დაპყრობილი 88 ქვეყანა!-სუხიშვილები იუბილარია (ვიდეო)

ქართული ეროვნული ბალეტი, საზოგადოებაში უფრო მეტად ცნობილი, როგორც სუხიშვილები ან სუხიშვილი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com