ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / , „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული

, „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული

“112” მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი მიმართონ ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს, – ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით

„ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაზრდილი მომართვიანობის გამო, შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღებისთვის და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, “112” მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა და ცვლაში ნაცვლად 40 ადამიანისა 70 ადამიანი მუშაობს, რაც შეტყობინებების დაყოვნების გარეშე მიღებას უზრუნველყოფს.

“112”, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე ახორციელებს ვირუსული ინფექციების შესახებ ოჯახის ექიმებთან შეტყობინებების გადაცემას.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, “112” მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სხვა შემთხვევებში კი მიმართოთ ამბულატორიულ ცენტრებსა და ოჯახის ექიმებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა მოიწამლა

 ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი, მათ შორის ერთი 10 წლის გოგონა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com