ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „10 კაცი რომ დამესევით, ფარჩაკები ხართ აბა რა ხარ?”-ლევან ხაბეიშვილი

„10 კაცი რომ დამესევით, ფარჩაკები ხართ აბა რა ხარ?”-ლევან ხაბეიშვილი

დღეს საკრებულოში დაპირისპირება  გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ლევან ხაბეიშვილმა ავთანდილ ცინცაძეს მასთან მარტო მისვლისკენ მოუწოდა და „ქართული ოცნების” დეპუტატები „ფარჩაკებად” მოიხსენია.

„მარტო მოდი, ათი, რომ დამესიეთ. გგონიათ მაგით შემაშინებთ და შენ მაგარი ბიჭი ხარ? რა დაგავალეს ბიჭო ამისთანა. ჩამოდი ქვემოთ, ხელი ხომ დამარტყი? ჩამოდი. ფარჩაკები ხართ, 10 კაცი რომ დამესევით, ფარჩაკები ხართ აბა რა ხარ?”- მიმართა ხაბეიშვილმა ავთანდილ ცინცაძეს. ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, დაპირისპირების მიზეზი ის იყო, რომ დამლაგებელს გამოესარჩლა, რომელსაც 8 ლარს აძლევენ.

ფიზიკური დაპირისირების შედეგად ლევან ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება. მარი მაისურაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

უგულავა, კეზერაშვილი და სხვები, ყოფილი მაღალჩინოსნების ზღვარგადასული გართობა

ეს ფოტოები წვეულების ერთ-ერთმა სტუმარმა მოგვაწოდა. მისი თქმით, ფოტოები ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, მისი მეუღლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com