ახალი ამბები
Home / ამინდი / 1-3 დეკემბერს ამინდი გაუარესდება:ქარი, წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

1-3 დეკემბერს ამინდი გაუარესდება:ქარი, წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-3 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სინოპტიკოსები წვიმას, თოვლსა და ქარს პროგნოზირებენ

პირველ დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღისით უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 10-15 მ/წმ, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით ძლიერი, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, რომელიც დღის განმავლობაში შესუსტდება ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, მთაში ღამით +8, +13°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°.

აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება, უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში ზოგან თოვლის სახით და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, გორი-სურამის მონაკვეთზე ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +4, +9°; მთაში +3, +8°; მაღალ მთაში დღისით 0, +5°.

თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, წვიმა და ნისლი, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4°, დღისით +8°.

ორ დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამისა და დილის საათებში უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში ზოგან თოვლი, ღამით ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +5, +10°; მაღალ მთაში ღამით -3, +2°, დღისით +1, +6°.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +2, +7°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -1 , +4°, დღისით +7, +12°; მაღალ მთაში ღამით -5, 0°, დღისით +3, +8°.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4°, დღისით +13°.

სამ დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +9, +14°; მაღალ მთაში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა, ღამით მთაში თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -3 , +2°, დღისით +8, +13°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, დღისით 0, +5°, ზოგან +11°-მდე.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3°, დღისით +10°, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ყინწვისის ე.წ. შეთქმულების“ არარსებული მონაწილის“ შოკისმომგვრელი წერილი: „ელექტროშოკი იყო, რომელიც პულტით იმართებოდა, ელექტროშოკითაც კარგა ხანს მაღრიალეს, მას მერე გული დამიავადმყოფდა, იმდენ ხანს მაწამეს, რომ ელექტროშოკისაგან ხელი დამწვარი მქონდა. მერე ვიღაც ბიჭი ძუას მიჭერდა ყელზე, მგუდავდა, ვინც დენით მაწვალებდა-“პროკურორი მეუბნებოდა, 17 წლის გოგო გყავს და დაფიქრდიო.  …….”სიმწრისაგან რკინის ხელბორკილი გავწყვიტე”… …ამის მერე როგორ უნდა დავინდო ჩემი გამამწარებლები???!!!- “ჩემი მოწოდება იქნება, ბოლომდე ნუ გაამწარებენ ხალხს”-მიხეილ ცილიკიშვილი

  ყინწყვისის ე.წ. შეთქმულების არარსებული მონაწილე, პოლიტპატიმარი  მიხეილ ცილიკიშვილი  ციხეში მისი სასტიკი წამების დეტალებს იხსენებს, ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com