ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „31 მარტი-საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა,რომელიც უკავშირდება დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს“-გიორგი თევზაძე

„31 მარტი-საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა,რომელიც უკავშირდება დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს“-გიორგი თევზაძე

საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა 31 მარტი რომელიც უკავშირდება საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს, რომელიც ქვეყნის უახლოეს ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

უფლებადამცელი გიორგი თევზაძე თავის ფეისნუქის გვერდზე ულოცავს თითეულ მამულიშვილს ისტორიულ დღეს და აღნიშნავს, რომ 29 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ეროვნული ხელისუფლებისა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო „სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა“და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. 3 672 403 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.რომელიც 1991 წლის 31 მარტი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ დღეს გამართული რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და განსაზღვრა საქართველოს მომავალი. დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის ურყევი ნება გამოჩნდა სწორედ 31 მარტის რეფერენდუმზე – ჩვენმა ხალხმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, რომელსაც დღეს 81 წელი შეუსრულდებოდა. რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენაში ეროვნული გმირის საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსთავასთან.- აღნიშნავს გიორგი თევზაძე.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ უნდა დაერბია“ -ნინო ბურჯანაძე

„ 26 მაისის დარბევაში წვლილი ბოკერიას და ნაციონალურ მოძრაობას არ მიუძღვის!სააკაშვილმა იცოდა, რომ მიტინგი არ ...