ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ​საქართველოს პრეზიდენტმა 19 თავისუფლება აღკვეთილი და 23 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა

​საქართველოს პრეზიდენტმა 19 თავისუფლება აღკვეთილი და 23 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა

 

 

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 19 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან, 2 ქალბატონია.

პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განცხადება დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული. აქედან, 2 ქალბატონი. 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. მათ შორის, 3 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისაგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა. 

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com