ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჰესი მაშინ აშენდება, თუ მოსახლეობის 90 პროცენტი მხარს დაუჭერს“-გიორგი გახარია

„ჰესი მაშინ აშენდება, თუ მოსახლეობის 90 პროცენტი მხარს დაუჭერს“-გიორგი გახარია

 შს მინისტრის და პანკისის ხეობის მოსახლეობის შეხვედრა დასრულდა, მინისტრმა  გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ჰესის მხოლოდ  მაშინ აშენდება, თუ მას მოსახლეობის 90%  მხარს დაუჭერს.

„ჰესს რაც შეეხება, მშენებლები ამ ჰესთან დაკავშირებით გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს და იმაზე, რაზეც შეთანხმდება მოსახლეობა, ისეთი იქნება გადაწყვეტილება. ოღონდ ერთი რამე იცოდეთ, ქვების სროლა გამოსავალი არ არის. ახლა უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძმობას, ურთიერთობას და საუკუნოვან ისტორიას შეეფერება. მადლობას ვუხდი ყველა ბრძენ ხალხს, რომელმაც თავისი სათქმელი გვითხრა. უახლოეს პერიოდში, ნახევარ საათში მოვლენ და გვეტყიან იმას, რასაც გადაწყვეტენ.

გადავდეთ ჰესის თემა და შევთანხმდით ასეთ რამეზე – 90 პროცენტი მოსახლება რომ დაუჭერს მხარს, მაშინ აშენდება მარტო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნინი ბეთანელი

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რუსეთთან “ნერვების ომი” წააგეს

ორ კვირაში თითქმის 10 მილიონი უმუშევარი ამერიკაში – ამ ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამას ემატება ფიქლის ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com