ახალი ამბები
Home / Uncategorized / ჯერ ტელევიზია,ახლა პოლიტიკა-არაფერს არ ვგეგმავდი-ვასილ მაღლაფერიძე

ჯერ ტელევიზია,ახლა პოლიტიკა-არაფერს არ ვგეგმავდი-ვასილ მაღლაფერიძე

“ძალიან საინტერესო გუნდია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს იმ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქცია არის თავმჯდომარისთვის მართვაში ხელის შეწყობა. როცა შემოთავაზება მივიღე და საუბარი იყო ამის შესახებ, ეს საინტერესოდ მეჩვენა, მითუმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. ტელევიზიიდან წავედი ივლისსა თუ აგვისტოში. ქართველები ასე არ ვგეგმავთ, კარგია, რომ ვგეგმავდეთ. ეს ამასთან არ იყო კავშირში. ირაკლი კობახიძე  იყო პირველი, ვინც შემომთავაზა, შემდეგ კახა კალაძეს  ვესაუბრე და ა.შ. ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება, იმიტომ, რომ წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი. პარტიამ უნდა გააგრძელოს მის გარეშე ფუნქციონირება, ეს საქართველოსთვის ხშირი მოვლენა არაა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს ამ პარტიას. ძალიან საინტერესო გუნდია და შეძლებს ამ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს. ამ პარტიამ უნდა შეძლოს და შეასრულოს ქართულ პოლიტიკაში ფლაგმანის როლი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, მშვიდობა და გონიერი ნაბიჯები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.უ

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს”

ხაზარაძის თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძლება მართლმსაჯულებას დაემალო. „ჩვენს ფრაქციაში ცოტა განსხვავებული ...