ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ჯერ ახალგაზრდობა ხომ გაწირა წამლით,მერე ხომ გაათახსირა, მერე რა რომ პანდემიაა, ჩემი ჯანმრთელობაა და რასაც მინდა იმას ვუზამო!-ეს ჩა@ლახსექტა არ უნდა მოხვდეს პარლამენტში!“

„ჯერ ახალგაზრდობა ხომ გაწირა წამლით,მერე ხომ გაათახსირა, მერე რა რომ პანდემიაა, ჩემი ჯანმრთელობაა და რასაც მინდა იმას ვუზამო!-ეს ჩა@ლახსექტა არ უნდა მოხვდეს პარლამენტში!“

„ეს ახალგამოჩეკლი ეპიდემიოლოგი არის ამ ქვეყნის ერთერთი უსასტიკესი მტერი!

ჯერ ახალგაზრდობა ხომ გაწირა წამლით, მერე ხომ გაათახსირა, ამ ჩემი პირი ჩემია და ვისაც უნდა იმას ვასიამოვნებო, და ახლა კიდე მერე რა რომ პანდემიაა ჩემი ჯანმრთელობაა და რასაც მინდა იმას ვუზამო! ამას თავი ამ ქვეყნის მოქალაქე კი არა ვიღაც ავტონომიური წარმონაქმნი ჰგონია და რასაც უნდა იმას ატრიალებს ამ ქვეყანაში! ეს ჩათლახსექტა არ უნდა მოხვდეს პარლამენტში! რომც შემოვიდნენ რამე მიზეზით უნდა დაიბლოკონ!!!“-წერს ვასილ ტაბიძე სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე.

რეგულაციებს არავინ უნდა დაემორჩილოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ორივე მხარეს ადამიანები სიკვდილისთვის არიან განწირულები, როგორც შიმშილის, ასევე, პანდემიის გამო. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ კორონავირუსისგან თავის დაცვა ადამიანების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია.

,,არ უნდა დაემორჩილოს ამ რეგულაციებს არავინ. იმიტომ, რომ გასაგებია რომ კოვიდია გავრცელებული, გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილისთვის, ეს ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ადამიანები კვდებიან ამისგან, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ასევე დევს ადამიანების სიცოცხლეებიც და ამ ადამიანებმა რა ქნან? ადამიანები შიმშილისთვის არიან განწირულები. იქითაც ადამიანის სიცოცხლეა და აქეთაც. ამიტომაც, ეს არის ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი. მე თუ არ მინდა არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები – თუ მეშინია კოვიდის თუ ასეთი პასუხისმგებლობით ვუყურებ საკუთარ სიცოცხლეს, არც ერთ ცოცხალ ორგანიზმს არ გავეკარები, შესაბამისად, კოვიდი მე ვერ გადმომეცემა, მაგრამ ეს ადამიანებს არ შეუძლიათ. ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე თუ დარჩნენ, დარჩებიან მშივრები. სახელმწიფო, რომელიც ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში აგდებს, ეგეთი ხელისუფლება ბოროტებაა”, – განაცხადა ჯაფარიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

გიორგი გახარია:„ ივანიშვილს მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ?-თუ როგორ აფასებს რეალობას, რომელიც საქართველოში დღეს ხდება?“

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს„ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. მან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან წავიდა და ...