ახალი ამბები
Home / არჩევნები / “ჯავახკის” დამფუძნებელი ვაჰაგნ ჩახალიანი სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერას უცხადებს

“ჯავახკის” დამფუძნებელი ვაჰაგნ ჩახალიანი სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერას უცხადებს

“ჯავახკის” დამფუძნებელი, მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. წერილში სეპარატისტული განცხადებებითა და ქმედებებით ცნობილი ჩახალიანი სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერას უცხადებს და ახალქალაქელებს მიმართავს.

„ერთიანი ჯავახკის“ დამფუძნებელი ჩახალიანი, რომელიც სეპარატისტული განცხადებებითა და ქმედებებით არის ცნობილი განცხადებაში ჩახალიანი წერს, რომ არ უნდა დაუშვან სომხების გათურქება, სახელისუფლებო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ჩახალიანი მოუწოდებს ახალქალაქელებს მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ.

ჩახალიანი რამდენიმე მძიმე ბრალდებით წინა ხელისუფლების დროს დააკავეს, ის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2013 წელს “ქართული ოცნების” გამოცხადებული ამნისტიით გათავისუფლდა.საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე განხორციელებული ამნისტიის აქტის შესაბამისად, 24 იანვარს საპატიმრო დატოვა მოქალაქე ვაჰაგნ ჩახალიანმა, რომელსაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო უწოდეს. მოძრაობა ”ჯავახკის” ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანი 2009 წელს დააპატიმრეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი რამდენიმე მუხლით. კერძოდ, ბრალდებული იყო მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობაში, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენაში და ხულიგნობაში.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com