ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ხორავას ქუჩის საქმეზე- სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და  გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად

ხორავას ქუჩის საქმეზე- სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და  გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად

 

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე  დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა.

რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და  გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.-რაც შეეხება  გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მომაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გ.ჯ. ცნობილ იქნა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გ.ბ. ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა. გ.ჯ.-ს ადვოკატები მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვდნენ, კერძოდ, კი, გ.ჯ.-ს დავით სარალიძის სხეულის განზრახ დაზიანებაში დამნაშავედ ცნობას, გ.ბ.-ს შემთხვევაში კი, მის სრულად გამართლებას.

  ამრიგად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრუწლოვანი – გ.ჯ. და გ.ბ. არის მსჯავრდებული.

 სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და  გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.

ეთერ ბალაძე

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com