ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ღ. სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ღ. სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

 

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებული დ.ღ. სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლისგადაწყვეტილებით, მას 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

დ.ღ.-ს სასამართლოდან შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. ბრალდებულისთვის 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მოსამართლის გადაწყვეტილება არასრულწლოვანის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. დარბაზში ასევე ისმოდა გინებაც.

“რატომ, რისი გულისთვის უშვებთ ციხეში?”, – მიმართეს მოსამართლეს დ.ღ.-ს ახლობლებმა.

„ეს არის სამართალი? ეს რა გააკეთეს. მაქსიმუმ ველოდებით პირობითს, იმიტომ, რომ არასრულწლოვანი იყო მაშინ. ყველას პირობითი აქვს. ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. სამაგალითოდ დასაჯეს ამ მთავრობამ, პროკურატურამ, შეაწმინდეს ხელი ბოლომდე. ჩემი ადვოკატი გაასაჯაროებს ჩანაწერებს, სარალიძის ჩანაწერსაც გავასაჯაროებთ. პროკურორებმა რომ იცრუეს სასამართლოზე, იმასაც გავასაჯაროებთ. გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები. გამოვიდა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, გამოვიდნენ კომისიის წევრები, ჩემი შვილი რომ დაიჭირეს, ყველამ თქვა, რომ ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი, ახლა გეკითხებით, სად არის წინგადადგმული ნაბიჯი. ვინ დაიჭირეს, რა გააკეთეს“,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზემოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული დ.ღ-ს მამამ, კახა ღლონტმა სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

აღკეთეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (ვიდეო)

Share

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com