ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ხორავას საქმის უცნობი მასალები: „ ვინ იყვნენ შს მაღალჩინოსნები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე“-„გ.ჯ.-ს ბიძა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი“

ხორავას საქმის უცნობი მასალები: „ ვინ იყვნენ შს მაღალჩინოსნები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე“-„გ.ჯ.-ს ბიძა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი“

 ხორავას ქუჩის სამეზე დაკავებულ მიხეილ კალანდიას  ძმა ლუკა კალნდია მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ ყველა კარტის გახსნით იმუქრებიან და რეზონანსული საქმის ირგვლივ დღემდე უცნობ დეტალებს ყვებიან.

 კერძოდ, ლუკა კალანდია აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა. მისი თქმით, მორჩაძე 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ივანე ნაკაიძემ მიაგზავნა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის, უკვე მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ბიძა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი.

„ეს პიროვნება არის ერთ-ერთის დაკავებულის ბიძა, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ადამიანია და, ალბათ, მათი ინტერესიცაა. იქიდან გამომდინარე, ვამბობ მე ამას, რომ მათ მოგვიგზავნეს, ვითომდა, ჩვენი ნათესავი ადამიანი სახლში იმ მიზნით, რომ მიხეილს შეეცვალა ჩვენება და ჩვეულებრივად განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მიხეილმა მერე ჩვენება შეცვალა. მერაბ მორჩაძე მოვიდა და გვითხრა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის ბავშვობის მეგობარი და ახლობელი იყო.

ჩვენ ახლა ვხსნით ყველა კარტს, რაც აქამდე არ გაგვიხსნია, რაზეც აქამდე ჩუმად ვიყავით,“ – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

გარდა ამისა, დაკავებული მიხეილ კალანდიას  მამამ, თენგიზ კალანდიამ ” ჟურნალისტებს  განუცხადა,  რომ მოზარდების მკვლელობის შემდეგ, 2017 წლის 3 დეკემბერს, სამმართველოში მიყვანილებს შს მაღალჩინოსნები ფიზიკურად გაუსწორდნენ და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com