ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ხილიანზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი დედას ფიზიკურად გაუსწორდა

ხილიანზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი დედას ფიზიკურად გაუსწორდა

ხილიანზე, სადაც საცხოვრებელი სახლი დაიწვა, მეზობლების ინდორმაციით,  ხანძარი განზრახ არის გაჩენილი.ადგილობრივები აცხადებენ, რომ  საცხოვრებელი სახლის მეპატრონე ხშირად იმუქრებოდა სახლის დაწვით. მათივე თქმით, 27 წლის მამაკაცი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობდა, გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით და საკუთარ სახლს განზრახ ცეცხლი შარშანაც გაუჩინა. მეზობლების ინფორმაციითვე, ხანძრის გაჩენამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა დედას, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ქალბატონი გარდაცვლილი იყოს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. არსებული ინფრომაციით კი, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ცხედრის სამძებრო სამუშაოებს ატარებენ, თუმცა, ოფიციალურად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„საქართველოს დამოუკიდებლობა გარდაუვალია!”-“დღეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com