ახალი ამბები
Home / Uncategorized / “ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს”

“ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს”

ხაზარაძის თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძლება მართლმსაჯულებას დაემალო.

„ჩვენს ფრაქციაში ცოტა განსხვავებული აზრი გვაქვს ამ საკითხზე, მე ვფიქრობ, დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს საერთოდ იმუნიტეტი იმის მიუხედავად, რომ მე პირადად განვიცადე და განვიცდი პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რომელიც ჩემს და ბადრი ჯაფარიძის საქმეზეა. ამიტომ, ახლავე ვაცხადებ, რომ არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ და ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური პროკურატურა, ნორმალური, საერთაშორისო დონის სასამართლო და დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს იმუნიტეტი, რომ დაიცვას თავი. როცა ამას მივაღწევთ, მაშინ გვექნება ნორმალური ქვეყანა, ამიტომ ახლა ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება და მე ამ მიდგომის მესმის, რომ ტრადიცია არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ტიპის კანონმდებლობის და გაზრდის (ხმათა რაოდენობის) წინააღმდეგი ვარ, რადგან პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც შეიძლება დაემალო მართლმსაჯულებას. ამიტომ მე პირველი ვაცხადებ, რომ მე ვიქნები პირველი, რომ ხვალ თუ ეს საკითხი დადგა, არანაირი კენჭისყრა, არანაირი 90 ან 100 ხმა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე და ამ უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვდგები, რადგან სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს და თქვენც მოგიწოდებთ ვიფიქროთ სასამართლოს, პროკურატურის გაუმჯობესებაზე და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბებაზე,“- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში კანონპროექტს განიხილავენ, რომლის მიხედვით, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 – არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება.

პარლამენტარი მამუკა ხაზარაძე აცხადებს,რომ თუ მისი იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დადგება,ის მზადაა ჩააბაროს მანდატი.

“ხვალ თუ ჩემი საკითხი დადგა, არანაირი 90 ხმა საჭირო არაა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე და ამ უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვდგები, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, სადაც დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს განიხილავენ.

ხაზარაძის თქმით, პარლამენტი არ უნდა იყოს ადგილი, სადაც შეიძლება მართლმსაჯულებას დაემალო.

„ჩვენს ფრაქციაში ცოტა განსხვავებული აზრი გვაქვს ამ საკითხზე, მე ვფიქრობ, დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს საერთოდ იმუნიტეტი იმის მიუხედავად, რომ მე პირადად განვიცადე და განვიცდი პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რომელიც ჩემს და ბადრი ჯაფარიძის საქმეზეა. ამიტომ, ახლავე ვაცხადებ, რომ არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ და ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური პროკურატურა, ნორმალური, საერთაშორისო დონის სასამართლო და დეპუტატს არ უნდა სჭირდებოდეს იმუნიტეტი, რომ დაიცვას თავი. როცა ამას მივაღწევთ, მაშინ გვექნება ნორმალური ქვეყანა, ამიტომ ახლა ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება და მე ამ მიდგომის მესმის, რომ ტრადიცია არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასეთი ტიპის კანონმდებლობის და გაზრდის (ხმათა რაოდენობის) წინააღმდეგი ვარ, რადგან პარლამენტი არ უნდა იყოს ის ადგილი, სადაც შეიძლება დაემალო მართლმსაჯულებას. ამიტომ მე პირველი ვაცხადებ, რომ მე ვიქნები პირველი, რომ ხვალ თუ ეს საკითხი დადგა, არანაირი კენჭისყრა, არანაირი 90 ან 100 ხმა, მე თვითონ ჩავაბარებ მანდატს, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძე და ამ უსამართლო მართლმსაჯულების წინაშე წარვდგები, რადგან სიმართლე ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს და თქვენც მოგიწოდებთ ვიფიქროთ სასამართლოს, პროკურატურის გაუმჯობესებაზე და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი სისტემის ჩამოყალიბებაზე,“- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში კანონპროექტს განიხილავენ, რომლის მიხედვით, დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5 – არანაკლებ 90 ხმა დასჭირდება.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...