ახალი ამბები
Home / Uncategorized / „ხვალ, ზეგ აღარ გვექნება საქართველო, თუ ხმა არავინ ამოიღო- რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამოგია და რამდენი დედაა ასე?”

„ხვალ, ზეგ აღარ გვექნება საქართველო, თუ ხმა არავინ ამოიღო- რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამოგია და რამდენი დედაა ასე?”

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

დედა ხომ გინდა ცოცხალი გყავდეს”, – ამ სიტყვებით მიმართა ზურაბაშვილს დედამ.

ხვალ, ზეგ აღარ გვექნება საქართველო, თუ ხმა არავინ ამოიღო. რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამოგია და რამდენი დედაა ასე?”- ამ სიტყვებით მიმართა დედას წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელმა ლევან ზურაბაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

რალდებულის ქცევიდან გამომდინარე, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ადვოკატის განცხადებით კი, ზურაბაშვილს არავისთვის შეუქმნია საფრთხე. მას უნდოდა პროტესტი საჯაროდ გამოეხატა და მისი პოზიციის მოსასმენად ჟურნალისტები მისულიყვნენ. უფლებადამცველის თქმითვე, ზურაბაშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

ბრალდებულს სხდომის დაწყებამდე დედამ სთხოვა, ჩუმად ყოფილიყო. წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ოპოზიცია ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ

პირველად საქართველოშიო-პოზიცია,ტურისტის მკვლელობას,იყენებს ქვეყანაში ტურიზმის ჩასახშობათ.რა ქვია ამას,ოპოზიციონერობა თუ ბოროტება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?ბრეივიკმა დახოცა ტურისტები,მათ ...