ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ხელში გვაკვდებიან პაციენტები, რომლებსაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება”

„ხელში გვაკვდებიან პაციენტები, რომლებსაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება”

ხელში გვაკვდებიან პაციენტები, რომლებსაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – ამ შინაარსის შემცველ პოსტს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი კოვიდკლინიკის უმცროსი ექიმი ავრცელებს.👇დათო კობერიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:⭕შემოდის პაციენტი ცხელებით და რესპირატორული ჩივილებით, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით კოვიდი აქვს და ეს თვითონაც კარგად იცის გულის სიღრმეში, მაგრამ არ უნდა დაიჯეროს, იმედს ებღაუჭება, “ოფლიანმა დავიძინე”, “გავცივდი ალბათ”, “დაბანილი გავედი გარეთ”, “კონდენციონერის ბრალი იქნება”, ყველაფერს აბრალებს ოღონდ კოვიდი არ იყოს, ოღონდ კოვიდი არ იყოს… 📣უკეთებ ტესტს და ავად სახსენებელი მეორე ხაზი წითლდება. ეუბნები ფრაზას, რომლის გაგონებაც ყველაზე ნაკლებად უნდა: “-ბებო/ბაბუ/ბატონო/ქალბატონო/უფროსო… დაგიდასტურდათ 🙁🦠პირველი რეაქცია ყველას თითქოს განსხვავებული, მაგრამ საბოლოო ჯამში, ერთნაირი აქვს: “-უეჭველი დადებითია?”, “პისიარი ხო არ გავიკეთოთ?” “-ღმერთო დავიღუპე” “-ვიცოდი…”… ⭕მერე იწყება პანიკა და ქრონიკული დაავადებების გახსენება და იმის გააზრება, რომ რისკ ჯგუფშია, მერე ახსენდებათ ახლობლები, რომლებთანაც კონტაქტი ჰქონდათ, რომელზე ინერვიულონ აღარ იციან. იწყება რეკვა მთელს სანათესაოსთან და იმის “მიხარება”, რომ დაუდასტურდა. 👉უზომავ სატურაციას და სახეზე გატყობენ, რომ რაღაც ვერ არის კარგად. – როგორია? გეკითხება. ცოტა დაბალია, ნორმის ქვედა ზღვარზე, მაგრამ არ ინერვიულოთ, დაბალი წნევით კანულით მოგაწვდით ჟანგბადს და ყველაფერი კარგად იქნება. 📣-ხომ არ მოვკვდები? -არა (პასუხობ შენც, მიხედავად იმისა, რომ უკვე ათასჯერ გაქვს ეს სცენარი ნანახი, იმედს მაინც არ უკლავ).🦠რამოდენიმე დღის მერე ისევ ხვდები ამ პაციენტს და ხედავ, რომ უკვე, ნიღბით მიეწოდება ჟანგბადი და უფრო უჭირს სუნთქვა; რამოდენიმე დღეში ხედავ, რომ მუცელზე წევს და ძლივსღა იჭერს სატურაციას, გადაგყავს არაინვაზიურ მართვით სუნთქვაზე ე.წ. CPAP-ზე (რაც საშინელებაა, ნიღაბი ჰერმეტულად მჭირდოდ გეკვრის სახეზე და მაღალი წნევით გამუდმებით გაწვდის ჟანგბადს).⭕ნატრულობ, რომ რეანიმაციაში ადგილი გათავისუფლდეს (რაც ძირითადში ვიღაცის გარდაცვალების შედეგად ხდება).🦠წარმოიდგინეთ, რა საშინელი გრძნობაა ექიმი, რომ ფიქრობ, იქნებ ვინმე ტერმინალური (უიმედო პაციენტი, რომელსაც შანსი საერთოდ არ აქვს დარჩენილი) პაციენტი “გაეწეროს”, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ჯერ ისევ აქვს შანსი, რეანიმაციაში დააწვინო. 📣პერიოდულად შედიხარ რეანიმაციაში და ხედავ ამ შენთვის ნაცნობი პაციენტის შეშინებულ, მშიერ, მწყურვალ და სიცოცხლე ჩამქრალ თვალებს. ხედავ, რომ ყოველდღე უყურებს როგორ მძიმდებიან მისივე სიმძიმის პაციენტები, როგორ გადადიან მართვით სუნთქვაზე, როგორ აჩერებენ გულს, როგორ იბრძვიან ექიმები გულის აღსადგენად, როგორ გაჰყავთ შავ ბრეზენტის ჩანთაში შეფუთული, ადგილი კი გაციებასაც ვერ ასწრებს ისე მალე შემოდის ახალი მძიმე პაციენტი. 👉ამ ყველაფერს უყურებენ, თავიანთ მომავალს ხედავენ და აცნობიერებენ, რომ ეს დასასრულია, და დგება მომენტი, როცა მათაც იმდენად უჭირთ სუნთქვა, რომ აპარატზე გადადიან და სამუდამოდ ხუჭავენ თვალებს.🦠თქვენ რავიცი… თუ გინდათ არ აიცრათ, არ დაიცვათ რეგულაციები, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რისთვის სწირავთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და როგორ ჯოჯოხეთად უქცევთ სიცოცხლის ბოლო დღეებს. 👉ეს არის ჩემი და ჩემი კოლეგების ყოველდღიური რუტინა, ამას ვუყურებთ 24/7-ზე, ამათ ტკივილს და ამათ თვალებს ვუყურებთ, და ხელში გვაკვდებიან პაციენტები, რომლებსაც ვპირდებოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება.📣უბრალოდ დავიღალე. დავიჯერო მარტო მე მინდა რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდეს???” – წერს ექიმი, დათო კობერიძე.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის-საქართველო რუსეთი არ არის

როგორც ცნობილია „ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მასზე არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. „ პოპულარულ სერიალში ნონა ...