ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ხელისუფლებამ ყველა კარი ჩაგვიკეტა, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ“-დავით უსუფაშვილი

„ხელისუფლებამ ყველა კარი ჩაგვიკეტა, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ“-დავით უსუფაშვილი

მთავარია, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ კარგად ავუხსნათ – არ შეიძლება, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა არჩევნებზე გავიდეს, იმიტომ, რომ ასეთი დაპირისპირების ფონზე ყველანი ერთად ჩავიჩეხებით. ამიტომ დღევანდელი შეხვედრის თემა იქნება პოლიტიკური გამოსავლის ძიება. ჩვენ პოლიტიკური გამოსავლის ფორმულა გვაქვს ე.წ. გერმანულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, ქართულად ადაპტირებული საარჩევნო სისტემის მოდელი. დღეს არ შევალთ არანაირ ფორმალურ, იურიდიულ კაზუსებში. ჩვენ ვილაპარაკებთ არსზე – პოლიტიკურ პრობლემას რა პოლიტიკური გამოსავალი აქვს. გამოსავალზე უნდა შევჯერდეთ და შემდეგ გადავიდეთ ფორმაზე: რომელ მუხლში რა ცვლილებაა შესატანი. ხელისუფლება აცხადებდა, რომ თემა დახურულია, კარი ჩაკეტილია და არაფერი შეიცვლება. დღევანდელი შეხვედრით ეს კარი იხსნება და ჩვენ ხელისუფლებას არ მივცემთ ამ კარის მალე დაკეტვის საშუალებას“- განაცხადა მოძრაობა „შენების“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვდრის წინ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მარია ზახაროვა:„რუსული ენის კურსები, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ახლა გარკვეული ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება?“

~ საუბარი ეხება რუსული ენის კურსებს, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს,  გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com