შემეცოდა თვალებში ეტყობა სიმართლეს რომ ამბობს, გაანადგურეს კაცი !
73 წლის ლამარა ტერელაძემ განაცხადა, მისმა შვილმა ეს ყველაფერი ეკონომიური პრობლემების ფონზე ჩაიდინა , მას ბანკმა ბინა გაუყიდა..“ხელზე მაკოცა, დავლოცე და სამსახურში გავუშვი. ყველაფერმა იმოქმედა ეტყობა, დედაჩემს წამალი ვერ ვუყიდეო, მაღაზიიდან პურს ვალზე ვყიდულობთ… ეკონომიური გაჭირვება იყო მიზეზი, რომ ასეთი რამე ჩაიდინა. როგორც ჩანს, ცოტა დალია. ეს ლიმონკის ყიდვა საიდან მოიტანა?! ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ხალხს, ვინც ლევანმა გუშინ შეაწუხა. ძალიან გთხოვთ, აპატიეთ ლევანის და მაპატიეთ მე, როგორც ერთადერთი შვილის პატრონს. მე სხვა არავინ გამაჩნია. მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია. მე არ ვამართლებ. რას ქვია შეიჭრა?! მეც რომ ვიყო და ვიღაც შემოვარდეს, ძალიან შემეშინდება. ამ ხალხის წინაშე ძალიან მცხვენია” – ამბობს დაკავებულის დედა
