ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

გუშინ, ხაშურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სალონში 33 წლის მამაკაცმა მეუღლეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ქალი სალონში სტილისტად მუშაობდა.  ქმარმა ცოლს დანა შვიდჯერ დაარტყა.  სილამაზის სალონში მოხდა. დაჭრილი ქალი თავდაპირველად ხაშურის საავადმყოფოში მიიყვანეს.

ამჟამად, ქალი, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, ხაშურის საავადმყოფოდან თბილისის ქირურგიის ცენტრში გადმოიყვანეს.

რაც შეეხება კონფლიქტთან დაკავშირებით შემაკავებელ ორდერს, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ცოლ-ქმრის კონფლიქტის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არასდროს შესულა და შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი ან სხვა მსგავსი ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. ბრალდებული პირი დაკავებულია. უწყების ცნობით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 10-109 მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ გულისხმობს, რაც 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის ქირურგიის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მას არაერთი ორგანო აქვს დაზიანებული.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„გამოკვლეული 1578 ბავშვიდან ტყვიის შემცველობა 650 ბავშვს აქვს მომატებული“-ამირან გამყრელიძე

 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბავშვებში ტყვიის შემხველობა მომატებულია:,„სახელმწიფო დააფინანსებს მათ შორის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com