ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ხასო ხანგოშვილი: „სააკაშვილის მმართველობის დროს ცხრა ბიჭი მოგვიკლეს,ორი ცოცხლად დაიწვა,ხეობაში მცხოვრები არაერთი ქისტი,საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს“

ხასო ხანგოშვილი: „სააკაშვილის მმართველობის დროს ცხრა ბიჭი მოგვიკლეს,ორი ცოცხლად დაიწვა,ხეობაში მცხოვრები არაერთი ქისტი,საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს“

პანკისის ხეობის უხუცეს ხასო ხანგოშვილის  განცხადება, რომელმაც გაოცება გამოიწვია:

„სააკაშვილის მმართველობის დროს ცხრა ბიჭი მოგვიკლეს
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ვახა ტერლოევის (იგივე მალხაზ მაჩალიკაშვილის) მოწოდება- მხარი დაუჭირონ “ნაციონალურ მოძრაობას” მისთვის მიუღებელია და პირადად ის, ისევე, როგორც ხეობაში მცხოვრები არაერთი ქისტი,საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.

ხანგოშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სპეცოპერაციების დროს საერთო ჯამში ქისტი ეროვნების ცხრა ახალგაზრდა მოკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაიწვა.

– „შევარდნაძის პერიოდში რვა ახალგაზრდა მოგვიკლეს, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები.

სააკაშვილის მმართველობის დროს ცხრა ბიჭი მოგვიკლეს – შვიდი ლოპოტას ხეობაში და ორიც მანამდე ცოცხლად გამოწვეს სახლში.

ერთ-ერთი ცეცხლწაკიდებული სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ტყვია ჰაერში დაახალეს.

ასე რომ, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და ჩვენთვის უცხო არ არის.

როდესაც საკითხი დგას მთელი ხეობის, ჩვენი ეთნოსის კეთილდღეობაზე ცოტა სხვა ჭრილში გვამრთებს ვითარების შეფასება.

ჩემს აზრზე პანკისის ხეობაში ძალიან ბევრი ადამიანია და მათ ვერავინ უკარნახებს, ვის უნდა მისცენ ხმა.

ძალიან კარგად ვიცით, რა დამოკიდებულება ჰქონდა მაგ ხალხს პანკისის მიმართ.

პირადად ჩემთვის მიუღებელია ამ ქალის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული მთელი ეს კამპანია.

მე მხარს ვუჭერ მას, რადგან ის ჩემთვის ასოცირდება მენშევიკურ ხელისუფლებასთან, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, ალექსანდრე კარგარეთელთან, ელიზბარ მაყაშვილთან.

ადამიანებთან, რომლებიც ქისტების უახლოესი მეგობრები იყვნენ და ერთად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.

ბევრი ქისტი ამ ჯგუფიდან შეეწირა კიდეც ბრძოლას.

ამიტომაც მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს.

მიმაჩნია, რომ კანდიდატებს შორის ის ყველაზე გამორჩეული პიროვნებაა.

შეუძლია სწორედ წარმართოს საგარეო პოლიტიკა, ამასთან ერთად, არის კარგი დიპლომატი და შესაფერისი გამოცდილებაც გააჩნია“, – აცხადებს ხასო ხანგოშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

“სტალინის გამო შემიძლია ტანკსაც შევუვარდე”-ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ- ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა ,,მეტრონომის” ბლიც ინტერვიუში სტალინზე ისაუბრა. “სტალინი ჩემთვის იყო ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com