ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ხარძიანის საქმეში გიორგი უდესიანის წინააღმდეგ მთავარი “შეკერილი” მოწმეები არიან ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები-ბიზნესმენ გიოირგი უდესანის ადვოკატები მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ(VIDEO)

ხარძიანის საქმეში გიორგი უდესიანის წინააღმდეგ მთავარი “შეკერილი” მოწმეები არიან ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები-ბიზნესმენ გიოირგი უდესანის ადვოკატები მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ(VIDEO)

ბიზნესმენ გიორგი უდესანის ადვოკატები მირზა სუბელიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ. ისინი სასამართლოს შუამდგომლობით ხვალვე მიმართავენ, რათა საქმეს, რომელშიც უდესიანი „კუს ტბა კალასისა” და „კუს ტბა კალას” წილების საქმეში ფიგურირებს, გუშინ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გავრცელებული ჩანაწერები დაერთოს.

„ჩვენ დადასტურებულად ვიცოდით და ეს ინტერპოლის მიერაც დადასტურდა, რომ გიორგი უდესიანი საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკური მოტივაციით იდევნებოდა, თუმცა გუშინდელმა ჩანაწერმა დაადასტურა, რომ გიორგი უდესიანის წინააღმდეგ საქმის შეკერვის დროს ხდებოდა მასალების ფალსიფიცირება და სავარაუდოდ, მოწმეებზე ზემოქმედება. მირზა სუბელიანი ჩანაწერში საუბრობს, რომ მან ხელისუფლებას სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გაუწია სამსახური, ის ახდენდა მოწმეების „დაკაჩავებას”. მან ისაუბრა რამდენიმე საქმეზე, ამ კონტექსტში საუბრობს ხარძიანის საქმეზეც. ხარძიანის საქმეში გიორგი უდესიანის წინააღმდეგ მთავარი “შეკერილი” მოწმეები არიან ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საპატიმროში მყოფი პირები, რომლებიც გიორგი უდესიანის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს იძლევიან. შესაბამისად, სუბელიანის გუშინდელი ჩანაწერებით ცხადი ხდება, რომ ამ პირების ჩვენებები არის არა სიმართლე, არამედ მირზა სუბელიანისა და მისი ბანდის მიერ ძალით და ფალსიფიკაციით მიღებული ინფორმაცია, რისი მსხვერპლიც არის ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი – გიორგი უდესიანი“, – განაცხადა ადვოკატმა.

ბექა ბასიაიას განცხადებით, ადვოკატებმა აღნიშნულ საქმეში არაერთი მტკიცებულება ნახეს და „პროკურატურა მლასალებს პირდაპირ აყალბებდა“.

მისივე თქმით, ისინი „რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს მოწმეთა ჩვენებების გასაბათილებლად გამოიყენებენ.

 

🛑 LIVE: გია უდესიანის ადვოკატები „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას მართავენ

Posted by Prime Time on ორშაბათი, 15 ოქტომბერი, 2018

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვივუსი“-ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობს ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘VIVUS.GE” მთავრობის მიერ მოქალაქეთათვის სასესხო ვალდებულებების ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დაახლოებით ორი კვირის ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com