ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ხალხი იმედგაცრუებულია „ნაციონალური მოძრაობით“ და ასევე იმედგაცრუებული არიან „ქართული ოცნებით“-შტეფან მაისტერმი

„ხალხი იმედგაცრუებულია „ნაციონალური მოძრაობით“ და ასევე იმედგაცრუებული არიან „ქართული ოცნებით“-შტეფან მაისტერმი

 

 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა შტეფან მაისტერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რომ ხალხი იმედგაცრუებულია ორივე ჯგუფით – იმედგაცრუებული არიან „ნაციონალური მოძრაობით“ და ასევე იმედგაცრუებული არიან „ქართული ოცნებით“.

ისინი უკვე ვეღარ ხედავენ პროგრესს და ალტერნატივას ეძებენ. მგონია, რომ ესეც შედეგია ბოლოს განვითარებული მოვლენების,-როდესაც 20 ივნისის ღამით და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

წამყვანის კითხვაზე, ახლანდელ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხედავს თუ არა ალტერნატივას, მაისტერი პასუხობს, რომ ვერ ხედავს.

„ამას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ახალი პარტიის შესაქმნელად სივრცე ძალიან შეზღუდულია. ვფიქრობ, ორივე იმ პარტიებს, რომელიც ვახსენე ერთმანეთი სჭირდება იმისათვის, რომ მტერი ჰყავდეს. ძალიან შეზღუდულია სივრცე ახალი პარტიის შესაქმნელად, რომელსაც ნამდვილად ენდომება ქვეყნისა და ხალხისთვის პროგრესი. შეიძლება ამ დემონსტრაციებიდან რაღაც ახალი შეიქმნას, იყო განცხადებებიც გარკვეული პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მხრიდან, რომ ახალ პარტიას ქმნიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სხვა ადგილიდან უნდა მოხდეს, არა არსებული პოლიტიკური ელიტიდან, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, სრულიად ნულიდან, იმისათვის, რომ ხალხთან უფრო ახლოს იყვნენ და არ უკავშირდებოდნენ პოლიტიკას, რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოწვევაა“,-აღნიშნა მაისტერმა.

წყარო: „ინერპრესნიუსი“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლუკა კურტანიძემ ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატი ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com