ახალი ამბები
Home / Uncategorized / ხათუნა მიქაცაძე :„აღარ მინდა შიშით ცხოვრება, აღარ მინდა, ყოველ დღე იმ კადრებს ვუყურებდე სადაც, ლუკა კურტანიძე ქართველისგან ნაცემი, საკუთარ სისხლში ისეა ამოსვრილი, რომ მშობელი დედაც ვერ იცნობს!“…

ხათუნა მიქაცაძე :„აღარ მინდა შიშით ცხოვრება, აღარ მინდა, ყოველ დღე იმ კადრებს ვუყურებდე სადაც, ლუკა კურტანიძე ქართველისგან ნაცემი, საკუთარ სისხლში ისეა ამოსვრილი, რომ მშობელი დედაც ვერ იცნობს!“…

ჟურნალისტ ხათუნა მიქაცაძე სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს,  რომელსაც უცვლელად გავაზობთ:

 

„აღარ მინდა!

აღარ მინდა, ყოველ დღე იმ კადრებს ვუყურებდე სადაც, ლუკა კურტანიძე ქართველისგან ნაცემი, საკუთარ სისხლში ისეა ამოსვრილი, რომ მშობელი დედაც ვერ იცნობს!

აღარ მინდა მესმოდეს “თუ რამე ეგრევე შუბლში“ როცა ლუკა კურტანიძე ბორკილებ დადებული საპყრობილეში გადაჰყავთ!

აღარ მინდა გირგვლიანის ნაწამებ სხეულს აფრიალებდეთ! – ის ჭრილობები ყოველ ჯერზე უსაშველოდ მტკივა, როგორც დედას!

აღარ მინდა ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭების უსიცოცხლო, კივილიან ფოტოებს ვხედავდე

აღარ მინდა პატიოსნებაზე და უმწიკლოებაზე მეძავის ქადაგებას ვუსმენდე!

აღარ მინდა სამშობლოს სიყვარულზე ის მელაპარაკებოდეს, ვინც პირველი გამოიქცა ბრძოლის ველიდან!

აღარ მინდა პროფესიონალიზმზე თავს დებდეს ის ადამიანი ვისაც 2 წიგნი არ აქვს წაკითხული!

აღარ მინდა ძონძებზე გაყიდული, ყოველ დღე რესტორანში მოქეიფე ადამიანების წუწუნს ვუსმენდე რა უნიათოა მთავრობა!

აღარ მინდა,  ლუკასნაირი ბიჭების მხრებით მთავრობაში/ხელისუფლებაში/თანამდებობებზე „შეძრომილმა“ სულმოკლე ადამიანებმა, პორტირებულმა იდიოტებმა, მმართველი პარტიის სახელით ილაპარაკონ!

აღარ მინდა“ ჩემი ცოლის დაქალები“ წყვეტდნენ სად და ვინ დაინიშნება!

აღარ მინდა ყოყლოჩინა ცოლისძმები ღირსეულების ღირსებას ეხებოდნენ!

აღარ მინდა იმის შიშით ცხოვრება, რომ 6 შვილის მამას ხვალ ან ზეგ წამებით მომიკლავენ!

რამ გამოგ(ვ)აშტერა ასე ?!“

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ილია II:„ეკლესიების კარი ყოველ ღამით გაიღოს, უსახლკარო ადამიანების შესაფარებლად“

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს დღევანდელი ინიციატივა: ეკლესიების კარი ყოველ ღამით გაიღოს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com