ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ხათუნა გოგორიშვილს:„ნახავთ თუ არ გაბრძანდებით. 2000 წლის ცესკო-ში ხომ არ გგონიათ თავი?“

ხათუნა გოგორიშვილს:„ნახავთ თუ არ გაბრძანდებით. 2000 წლის ცესკო-ში ხომ არ გგონიათ თავი?“

დღეს ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასა და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელ და ერთ დროს ყველაზე დიდ გამყალბებელ ხათუნა გოგორიშვილს  შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„თქვენ ბრძანეთ, რომ 20 წუთი მოგვეცემა, ეს არის ერთი რამის დასტური, არ გაინტერესებთ საერთოდ. მარტო მე საბურთალოს ოლქში არსებული დარღვევები რომ წარმოგიდგინოთ, ამისთვის დამჭირდება 20 წუთი. მარტო საბურთალოს 73-ე უბანზე არსებული დარღვევებისთვის იქნება საჭირო 20 წუთი. თქვენ ნანახი გაქვთ საერთოდ საჩივრები? მაშინ როგორ წარმოგიდგენიათ, ერთი საჩივარი მაინც მოვასწროთ 20 წუთში? ქალბატონო თამარ, როდესაც 2+2 ოქმში წერია 5, ამას ვასაჩივრებთ და ოლქში რომ 2 წერია და 5 უნდა ეწეროს, ამას ვასაჩივრებთ. ამიტომ არის საჭირო უბნების შედეგებზე და იქ არსებულ დარღვევებზე საუბარი,ცუდ დღეშია ცესკო და თამარ ჟვანია. არ გაშინებთ. უნდა გრცხვენოდეთ. სკოლის ბავშვებიც კი დაგცინიან, რომ გამრავლების ტაბულა არ იცით. დღეს ამტკიცებთ, რომ წერა-კითხვაც კი არ იცით“,-მიმართა გოგორიშვილმა თამარ ჟვანიას.

ყველაფერი კარგად ჩანს, არავითარი არგუმენტები არ გაქვთ საჩივარზე როგორც ჩანს და სხვა რამეზე გადადიხართ. თქვენ უკვე იცით, რისი უფლებაც გაქვთ. შემაჯამებელ ოქმებსაც გაასაჩივრებთ, დღევანდელ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებთ. თქვენ აქ სიტყვით გამოსასვლელად მოხვედით თუ საჩივრის განსახილველად? მაშინ თუ შეიძლება დატოვეთ სხდომა. კარგით რა, თქვენ აქ საჩხუბრად ხართ მოსული და პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად. საჩივარზე ილაპარაკეთ, ძალიან კარგად გაიგეთ პასუხი. ქალბატონო ხათუნა, თქვენ აქ სხდომის წამყვანი ხომ არ ხართ? ცოტა ხანში გაბრძანდებით გარეთ. ნახავთ თუ არ გაბრძანდებით. 2000 წლის ცესკო-ში ხომ არ გგონიათ თავი?“,-მიმართა ჟვანიამ გოგორიშვილს.ენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელი ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. მათ შორისაა “ევროპული საქართველოს” მიერ გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმები. ისინი 30 ოქმის ბათილად ცნობას ითხოვენ.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ მიკროფონის მძარცველი ქალბატონი წულუკიანი, არ ვიცი რაში იყენებს? ჩვენ აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას“

” იმ მიკროფონის ფასი 500 დოლარზე მეტია. წაიღო და არ ვიცი რაში იყენებს და ალბათ იყენებს, რაში ...