ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / ხაზარაძე-ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს -„კარგად დავინახე, რა ჭაობშია ქვეყანა, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე და სახლში წავლენ”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

ხაზარაძე-ჯაფარიძეს 700-700 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს -„კარგად დავინახე, რა ჭაობშია ქვეყანა, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე და სახლში წავლენ”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

 

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  სასამართლოს დარულების შემდეგ განაცხადა, რომ ივანიშვილის უსამართლო სისტემა მალე  დაინგრევა და წავა სახლში.მას, ისევე როგორც ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 700-700 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს.  

 „დღეს ვიყავი აქ და კარგად დავინახე, სასამართლოში სხვა დროს არ მქიონია საქმე, რა ჭაობშია ქვეყანა.  ამას არ ვამბობდი, როცა ვიყავი თიბისი ბანკის თავმჯდომარე და ყოველთვის ვცდილობდი  ჩემი სათქმელით სხვების ინტერესი არ დამეზიანებინა,ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე, ის არის დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი, უცოდინარი შემსრულებლები, ჩვენ ქვეყანა არა გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს, აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუციები არის თავიდან  ასაშენებელი. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ეს ჭაობი  უნდა შეიცვალოს და ახალგაზრდა ნიჭიერ ხალხს თავისუფლად მოქმედების საშუალება მიეცეს. ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე და სახლში წავლენ”. განაცხადა  მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან  საუბრის დროს. 

მარიამ მაისურაძე

 

 

 

 

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...