ფეისბუგამოხმაურებები მამაუკა ხაზარაძეს:
ნაზი არგანაშვილი ახლა, როცა მთელი ქვეყანა გააღატაკეთ, ახლა გაგახსენდათ გაჭირვებული ხალხი? გადით ქუჩაში და სულ გაჭირვებულ ხალხს ნახავ.თქვენნაირები კი, შავი დიდი ჯიპებიდან უყურებენ სამყაროს. საქართველოს 90 პროცენტი ღატაკია, ძებნაც არ დაგჭირდებათ, ნაგვის ურნებთან გაიარე და რეალობას იქ დაინახავ, ეს თქვენნაირების ქმედების შედეგია. ღმერთი არავის შეარჩენს ხალხის ცოდვას, აუცილებლად მოგეკითხებათ, და თანაც მწარედ, მხოლოდ უფლის ხელით….
Mzia Komakhidze (მზია კომახიძე)ქართულ პოლიტიკას არ უნდა გაეკაროს ბანკირები, ეს უსულგულო ხალხი, ქართული პოლიტიკა აგენის გარეშეც საკმაოდ ბინძურია.
„ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე მიღწეული გვაქვს, თურმე ახლა იწყება ყველაფერი 30 წლის შემდეგ თავიდან. სანამ სული გვიდგას, სანამ ჯანი გვაქვს, სანამ ვიცით საქმე როგორ გავაკეთოთ, ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის, რაც თავისუფლების გარეშე არ ხდება.
ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა „ლელო“ იმიტომ, რომ საქართველომ უნდა უარი თქვას ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებაზე, დამარცხებაზე სპორტში, ფეხბურთში, სხვადასხვა სფეროში, უნდა დავძლიოთ ეს ყველაფერი, ეს ჩვენ შეგვიძლია, იცით რატომ? ამხელა ინტელექტუალური ძალაა, ამდენი პროფესიონალი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომელიც ჩვენი ემიგრაციაა, არც ერთ ქვეყანას ჰყავს ამდენი შემოქმედი ადმიანი, მაშინ რა გვჭირს? უნდა გადავდოთ, გავხდეთ ზეპარტიულები, ერთმა ყველაზე მთავარმა იდეამ უნდა გაგვაერთიანოს – ჩვენ უნდა ვიყოთ გამარჯვებული ქვეყანა, ბედნიერების ქვეყანა უნდა იყოს ეს ქვეყანა, ამის შანსი გვაქვს ჩვენ და ეს შანსი არის ერთი წელი, ჩვენ უნდა დავდოთ ლელო, გავიტანოთ და გამარჯვებული ქვეყანა უნდა გავხდეთ, ავაშენოთ ხიდები ჩვენს გულებში, მივუტევოთ ერთმანეთს, ამოვიღოთ ღვარძლი.
ჩემი პირველი გამოსვლაა და თქვენ სამსახურში მიგულეთ, ამ ბიჭების სამსახურში მიგულეთ, იქ სადაც გაჭირვებული კაცი იქნება, იქ მიგულეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, არ აჰყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, ბოტებს, რომლებიც ჩვენი შვილების ტვინებს რეცხავენ რუსული კაპიტლით, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.