ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „წყალი ჩვენი არსობისა! ნუ ვიტყვით უარს 5-მილიარდიან ინვესტიციაზე და 12-მილიარდიან შემოსავალზე?!“

„წყალი ჩვენი არსობისა! ნუ ვიტყვით უარს 5-მილიარდიან ინვესტიციაზე და 12-მილიარდიან შემოსავალზე?!“

წყალი ჩვენი არსობისა!
„ნუ ვიტყვით უარს 5-მილიარდიან ინვესტიციაზე და 12-მილიარდიან შემოსავალზე?!“

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ საკითხთა შემწავლელ კომისიაში, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის თავმჯდომარეობით და ექსპერტთა მონაწილეობით, განიხილა და ერთხმად მხარი დაეჭირა პროფესორ პაატა გიორგაძისა და მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ დამუშავებულ ,,წყლის კონცეფციას”, რომელშიც ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები 5 მილიარდის დაბანდებისა და, რაც მთავარია, სასმელი წყლის დედიციტურ მსოფლიო ბაზარზე გასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ!
ერთადერთი პირობა საქართველოს მთავრობის ჩართულობაა!

არადა, ამ პროექტით, საქართველოში წყლის ჩამოსასხმელი 150 საწარმო აშენდება, მთლიანობაში, ასობით ათასი ადამიანი დასაქმდება, ყოველწლიური შემოსავალი 12 მილიარდი ლარი იქნება, ქვეყნის ბიუჯეტი კი 4 მილიარდით გაიზრდება…

რამდენი ხანია, წყლის ინდუსტრიის განვითარების უზარმაზარი ბიზნეს-გეგმა დეტალურად არის გაწერილი, მაგრამ ხელისუფლება დუმს!

რა მარიხუანას პლანტაციები, რა ჰესომანია, როდესაც საქართველო მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანაა წყლის მარაგით და ამას არ ვიყენებთ! 
თანაც, მსოფლიოში მზარდი, 75%-ანი დეფიციტის ფონზე – ულევი, თვითგანახლებადი, უნიკალური მარაგით!..“

გიორგი გიგაური

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. პრემიერი „დაუნინგ სთრითზე“ იზოლაციაში იმყოფება. მას ...

WP2Social Auto Publish Powered By : XYZScripts.com