ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / “წულუკიანმა ის იცის, რომ ტელეფონი „ლიმონკაში“ შეეშალათ და მძინარე ბავშვი მომიკლეს?”-მალხაზ მაჩალიკაშვილი

“წულუკიანმა ის იცის, რომ ტელეფონი „ლიმონკაში“ შეეშალათ და მძინარე ბავშვი მომიკლეს?”-მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ ჩალიკაშვილი თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

“თეა წულუკიანს ასე ვუპასუხებდი: ის არის არარაობა, სხვა არაფერი. თეა წულუკიანმა ის იცის, რომ დღემდე თემირლანს ბრალდებაც არ აქვს წაყენებული? მან ის იცის, რომ მძინარე ბავშვი სახლში მომიკლეს და მთელი ოჯახი მძევლად ჰყავდათ აყვანილი? თეა წულუკიანმა ის იცის, რომ ტელეფონი „ლიმონკაში“ შეეშალათ და მძინარე ბავშვი მომიკლეს? წულუკიანმა ის იცის, სანამ ის „ლიმონკა“ თელავიდან არ ამომიტანეს და ჩემს ხელში არ ჩადეს, მანამდე სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლანი სისხლის ზღვაში აცურავეს? თეა წულუკიანი არის არარაობა, ნამუსგარეცხილი, უსინდისო და უღირსი ადამიანი – ამას ვიძახი ხმამაღლა.”– განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლანის საქმის მასალებს პარლამენტის წინ სტუდენტებს აცნობს.

მირანდა ფუტკარაია

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ქვეყნის მტერია”-კახა კალაძე

   თბილისის მერი კახა კალაძე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს: „კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com