ახალი ამბები
Home / არჩევნები / წინასწარ ვაშას ნუ დაიძახებთ -„არავითარი ზეიმი, არავითარი ეიფორია,წინ გვაქვს მეორე ტური“…-გრიგოლ ვაშაძე

წინასწარ ვაშას ნუ დაიძახებთ -„არავითარი ზეიმი, არავითარი ეიფორია,წინ გვაქვს მეორე ტური“…-გრიგოლ ვაშაძე

„ გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებს მიმართავს, რომ ნაადრევად ეიფორიას ნუ მიეცემიან:

`მე მაქვს თხოვნა, არავითარი ეიფორია, არავითარი ზეიმი. ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, – ამის შესახებ მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„გილოცავთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ღირსების არჩევნები შედგა და მიუხედავად ტონობით ფულისა, რომელიც დახარჯა ე.წ. ხელისუფლებამ, მიუხედავად გაყალბებისა, მცდელობებისა, რომ თავისი კანდიდატისთვის დაეწერათ გამარჯვება, ეს არ გამოუვიდათ. ჩვენ პარალელურად ვითვლით ოქმებს და ამაზე ვისაუბრებთ. მე მაქვს თხოვნა, არავითარი ეიფორია, არავითარი ზეიმი, ჩვენ წინ გვაქვს მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში საქართველოს მოქალაქემ თავისი პოზიცია გამოხატა. პირობას გაძლევთ, რომ ისევე ვიმუშავებთ მტკიცედ, როგორც ვმუშაობდით აქამდე. ამ ტრიბუნიდან მინდა მადლობა ვუთხრა „ევროპულ საქართველოს“ და პირადად დავით ბაქრაძეს, რომელმაც უმაღლესი სტანდარტი აჩვენა, მადლობა „რესპუბლიკურ პარტიას“, რომლის წარმომადგენლებს უკვე შევხვდი. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დანარჩენი პარტიებიც ამას გააკეთებენ და ეს იქნება ყველა მინუს ერთი. გუშინ მეუბნებოდნენ რატომ არ ზეიმობო და ისეთი დაღლილი ვიყავი, ზეიმის თავი არ გვქონდა და აი დღეს დავიწყებთ ზეიმს“, – განაცხადა ვაშაძემ

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მიერ ხმების 99 %-ის დათვლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38,66 %-იანი, გრიგოლ ვაშაძეს კი – 37,7 %-იანი მხარდაჭერა აქვს

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ“-ქიბარ ხალვაში

  ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ,,დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com