ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / წინასაარჩევნო ცემა-ტყეპა ზუგდიდში

წინასაარჩევნო ცემა-ტყეპა ზუგდიდში

„2019 წლის 14 მაისს, ზუგდიდში, ბოანიკური ბაღის მიმდებარედ მომხდარ, ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში კიდევ 2 პირი მიეცა. ჯგუფურად, ორი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებულ მ. ც.-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ძალადობის ფაქტზე, 1987 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ ბრალი. ორივე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო“, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს.

ამასთან, ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთ მოქალაქეს, გელა კვარაცხელიას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ადგილობრივი ტელევიზიის წამყვან ლევან თორიასთან ერთად, პასუხისგებაში კიდევ ერთი პირი მისცეს.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ჩვენ უნდა ვაშენოთ, შევქმნათ ახალი ურთიერთობები“-ლადო კახაძის ახალი შეპირებები

  მთაწმინდის მაჟორიტარობისათვის  მეორე ტურში ლადო კახაძე და გიორგი შავგულიძე იბრძოლებენ. ლადო კახაზ ხელახლა მიმართავს ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com