ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული –ამერიკაში გენეტიკური ტესტი გავიარე

„წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული –ამერიკაში გენეტიკური ტესტი გავიარე

„წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული – ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%-ით ქართველი აღმოვჩნდი და 1%-ით ბერძენი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

„ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან, ოღონდ, იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.“

„აღმოჩნდა, რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან, ქართველების გარდა, მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია ევროპელთან ქორწინებით.

ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას“,  -წერს   ექსპრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

„ ის დეპუტატები, ვინც გირგვლიანის ოჯახის ამოწყვეტაში იყვნენ, ამ ხალხთან ერთად გაჭრა ტორტი შავგულიძემ და დალია შამპანური…“-დარეჯან მეფარიშვილი

 ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი   ყოფილ მეოცნებე შალვა შავგულიძეზე სოციაურ ქსელში წერს: „პოლიტიკაში მყოფმა იურისტმა, ადვოკატმა შალვა ...

WP Facebook Auto Publish Powered By : XYZScripts.com