ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ძმების მამა ბაზაზე შეიჭრა თავზარდაცემული-„მაპატიე, აქ რომ გტოვებო” და დაჭრილი დაჩის გადასარჩენად დაბრუნდა…“-რეზერვისტი დათო ხურცილავა, 22 წლის ბიჭი სენაკის ბაზაზე დაბომბვას ემსხვერპლა

„ძმების მამა ბაზაზე შეიჭრა თავზარდაცემული-„მაპატიე, აქ რომ გტოვებო” და დაჭრილი დაჩის გადასარჩენად დაბრუნდა…“-რეზერვისტი დათო ხურცილავა, 22 წლის ბიჭი სენაკის ბაზაზე დაბომბვას ემსხვერპლა

„ძმის გადასარჩენად გარბოდა, ბომბის ნამსხვრევი რომ მოხვდა…😢

მტერი სენაკის ბაზას ბომბავდა. ბიჭები მიწას გაერთხნენ, მასაც უყვიროდნენ „დათა, დაწექი!“ ის არ დაწვა – “რა დავწვე, დაჩის ვერ ვპოულობო”, უმცროსი ძმის ძებნა განაგრძო და… ბომბის ნამსხვრევი მოხვდა…

ძმების მამა, რომელიც ბაზის კართან იდგა, ბაზაზე შეიჭრა თავზარდაცემული. პირველად დაჩი იპოვა – მძიმედ დაჭრილი, შემდეგ დათას საძებნად გავარდა და… მიაგნო… თუმცა ცოცხალს ვერ მიუსწრო… ბოდიში მოუხადა – “მაპატიე, აქ რომ გტოვებო” და დაჩის გადასარჩენად დაბრუნდა..

რეზერვისტი დათო ხურცილავა სიცოცხლით სავსე, 22 წლის ბიჭი...რომელიც ომის დაწყებისთანავე გულანთებული გავარდა რეზერვში.

დ ი დ ე ბ ა გმირებს“- პოსტიდან„მე ემიგრანი ვარ “.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ქვეყანაში ინფექციის, პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს, რაც, ...