ახალი ამბები
Home / ახალი ამბები / „ძალიან კარგი ადამიანი წაგვართვა კოვიდ19-მა-ჩვენმა სამშობლომ, ჩვენმა ენათმეცნიერებამ, ჩვენმა პატრიოტიზმმა პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე დაკარგა“

„ძალიან კარგი ადამიანი წაგვართვა კოვიდ19-მა-ჩვენმა სამშობლომ, ჩვენმა ენათმეცნიერებამ, ჩვენმა პატრიოტიზმმა პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე დაკარგა“

ენთმეცნიერი და პროფესორი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთ -ერთი ერთგული ადამიანი და იმდროინდელი მოვლენების ცოცხალი მემატიანე, უზადოდ შესანიშნავი პიროვნება, აჭარის ძირძველი კუთხისა და საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული პატრიოტი ტარიელ ფუტკარაძე კოვიდ-19ისაგან გარდაიცვალა.

სააგენტო „ჯეომედიაპრესი“ უსამძიმრებს ოჯახს.

ძალიან კარგი ადამიანი წაგვართვა კოვიდ19-მა.ჩვენმა სამშობლომ, ჩვენმა ენათმეცნიერებამ, ჩვენმა პატრიოტიზმმა პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე დაკარგა.რა კარგი კაცი იყო, გულიანი.ის იყო ერთ-ერთი, რომელმაც ხელი მოაწერა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს. იყო ბათუმის პირველი პრეფექტი.ეკუთვნის არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. რამდენიმე წიგნი ჩემს ბიბლიოთეკაშიც არის.დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ბატონო ტარიელ.დამაკლდება თქვენთან საუბრები ქვეყანაზე, ენაზე, ტაო-კლარჯეთსა და ფერეიდანზე.დამაკლდება თქვენი გულშემატკივრობა…“-წერს მხატვარი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელი.

About geomediapress.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

x

Check Also

მიმართვა ევროკავშირს- „მოგიწოდებთ ევროპის და შესაბამისად საქართველოს გადარჩენის მიზნით, აქტიურად ჩაერთოთ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში“-ვაჟა კაკაბაძე

მიმართვა ევროკავშირს „ბიზანტიის იმპერიის დაშლამ, რადიკალურად შეამცირა დასავლეთ სახელმწიფოების გავლენა აღმოსავლეთ სახელმწიფოებზე, იგივე და, შესაძლოა, ...